logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძემ საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით აშშ-ში შეხვედრები გამართა
გენადი არველაძემ საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით აშშ-ში შეხვედრები გამართა
10:20 30.11.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხვადასხვა კომიტეტების მრჩევლებს საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) თანაშემწეებს ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის, და შრომის საკითხებში.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამასხურის ცნობით, შეხვედრების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაფართოების აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზე.

წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გამართულ შეხვედრებზე გენადი არველაძემ ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში საკანონმდებლო ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც ასევე აუცილებელია ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის ურთიერთობების გაფართოებისთვის. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა განხილული აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გამართული დისკუსიის დროს მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების მნიშვნელობაზე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ორი მსხვილი პროგრამის პროექტის განხორციელებაზე, რომელიც საგრძნობლად დაეხმარება სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში და ხელს შეუწყობს ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას ქვეყანაში. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა USAID - ის სამომავლო ქვეყნის სტრატეგია და გზამკვლევი, რომელსაც მომავალ წლებში აღნიშნული სააგენტო განახორციელებს საქართველოში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მოხსენებით გამოვიდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის დროსაც აშშ-საქართველოს ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აღნიშნული მიმართულების გაღრმავების მიზანშეწონილობაზე გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ვაჭრობის საკითხებში. გენადი არველაძე აგრეთვე შეხვდება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საფინანსო კომიტეტის დირექტორს საერთაშორისო საკითხებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა