თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის პროექტის ორგანიზებით, დღეს, 30 ნოემბერს და 1-ლ დეკემბერს,
სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართება, რომელსაც 11:00 საათზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გახსნის.
ფორუმის დაწყებამდე, ხვალ, 9:30 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების საბჭოს სამხრეთ-დასავლეთის ქვედანაყოფის დირექტორი, ფილიპ გიბი და ვილნიუსის ღამის მერი, ადამ ჰაროლდი დაესწრებიან.

















