logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტრო: „WizzAir”-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება
ეკონომიკის სამინისტრო: „WizzAir”-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება
14:03 27.11.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას, დესტაბილიზაციას და ვნებს და აზარალებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესებს, არამედ უარყოფითად მოქმედებს ბიზნესგარემოზე საქართველოში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “WizzAir”-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება “WizzAir”-ის საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლა ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით "ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ".
აღნიშნული შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, გამარტივებულია ქვეყნებს შორის საავიაციო ბაზარზე დაშვების პროცედურები, იგი ემყარება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს შეზღუდვები ავიაკომპანიების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე, ტარიფებზე, საჰარო ხომალდის ტიპებზე და დანიშნულების პუნქტებზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელია შეუზღუდავად ევროკავშირსა და საქართველოს ნებისმიერ საერთაშორისო აეროპორტს შორის. შესაბამისად, ავიაკომპანია "Wizz Air"-სთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ავიაკომპანიისათვის ფრენის განრიგების დამტკიცება ხორციელდება აღნიშნული შეთანხმების პირობების დაცვით და ყოველგვარი ბრალდება რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. 2005 წლიდან, საქართველო ატარებს საჰაერო მიმოსვლის ლიბერალურ პოლიტიკას, რისი შედეგიც არის კონკურენტული გარემო საავიაციო ბაზარზე, წლიდან წლამდე გაზრდილი მგზავრთნაკადი, მუდმივად მზარდი დაინტერესება ავიაკომპანიების მხრიდან დაიწყონ ოპერირება საქართველოს მიმართულებით და რაც მთავარია გადაადგილების გაზრდილი შესაძლებლობა და მეტი არჩევანი მგზავრისთვის. აღნიშნული ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე, დღეისათვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს ორი ქართული და ექვსი ევროპული ავიაკომპანია - ევროპის 16 ქვეყანაში 35 მიმართულებით.

რაც შეეხება ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ქართული ავიაკომპანია "Myway Airlines"-სთვის რუსეთის მიმართულებებზე სიხშირეების არმინიჭების შესახებ, ეს ცნობაც სრული სიცრუეა.

საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების შესაბამისად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ "Myway Airlines"-ი დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ხუთი მიმართულებით. დღემდე აღნიშნულ ავიაკომპანიას სიხშირეების მინიჭების შესახებ განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ წარმოუდგენია.

სამწუხაროდ, „ჰაბ ჯორჯია“ ხშირად მიმართავს დეზინფორმაციის გავრცელების პრაქტიკას, რითაც შეგნებულად შეცდომაში შეჰყავს ფართო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო - ლოგისტიკური წარმატებული პოლიტიკის შესახებ. ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ „ჰაბ ჯორჯიას“ არაპროფესიონალიზმს, რაც კარგად ვლინდება მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ჩანს, „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელები და მათ უკან მდგარი პირები არ იცნობენ საქართველოს საავიაციო კანონმდებლობას და შეთანხმებას „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის,“ - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა