logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართველი მეზღვაურებს თურქი გემთმფლობელი სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებს
ქართველი მეზღვაურებს თურქი გემთმფლობელი სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებს
12:53 27.11.2018
ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში დღეს გემ „ალიჯან კარტალი“-ს ეკიპაჟის ქართველ წევრებთან გაიმართება შეხვედრა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას დაესწრებიან მხარეები, რომლებიც გემის ქართველი მეზღვაურებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები. შეხვედრაში მონაწილეობენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, აჭარის ა.რ. მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე დავითაძე და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ანატოლი ჩიჯავაძე.

გემი „ალიჯან კარტალი“ სხვადასხვა პრობლემების გამო მიმდინარე წლის ივლისიდან დღემდე ბათუმის ნავსადგურში დგას. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თვეების განმავლობაში არ უხდიდა სახელფასო დავალიანებას ეკიპაჟის წევრებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პირველივე დღეებიდან აქტიურ მონაწლეობას იღებს მეზღვაურთა სახელფასო დავალიანების საკითხის მოგვარების პროცესში. გემთმფლობელთან მოლაპარაკებებში სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ა.რ. მთავრობა და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირები. ჩართული მხარეების აქტიურობის შედეგად 26 ნოემბერს მიღწეულ იქნა შეთანხმება და გემის მფლობელი მეზღვაურებს სახელფასო დავალიანებას შეთანხმების პირობების შესაბამისად აუნაზღაურებს.

მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირისა (ITF) და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის დახმარებით მოხერხდა ეკიპაჟის უცხოელი წევრების (გემზე იმყოფებოდა ირანელი, უკრაინელი და ინდოელი მეზღვაურებიც) დაბრუნება მათ სამშობლოში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა