logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია გიორგობას ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა
ლევან იზორია გიორგობას ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა
14:57 23.11.2018
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გიორგობის დღესასწაულის მისალოცად ჩავიდნენ.

წმინდა დიდმოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქართველი სამხედროების მიერ აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ეწვივნენ და ტაძარს წმინდა გიორგის სახელობის ხატი შესწირეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მოგვიანებით ლევან იზორია ბაგრამის ბაზაზე დისლოცირებულ II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მან ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ნაკურთხი ხატები, 90-ე ფსალმუნი და წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ ფილმი - "წინამბრძოლი" ჩაუტანა.

ღონისძიების ბოლოს ლევან იზორიამ 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. გამოჩენილ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის სახელით ასევე გადაეცათ მაჯის საათები.
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბაგრამის შემდეგ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინის ბაზაზე ჩაფრინდება და რელიგიურ დღესასწაულს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს მიულოცავს. იგეგმება თავდაცვის მინისტრის შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან, აშშ-ის არმიის გენერალთან ოსტინ სკოტ მილერთან.

ავღანეთში ვიზიტს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებულ II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა