logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
m²-მა ახალი სასტუმროს – „რამადა ქუთაისის“ პროექტი წარადგინა
m²-მა ახალი სასტუმროს – „რამადა ქუთაისის“ პროექტი წარადგინა
16:14 22.11.2018
ქუთაისში, დღეს კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ახალი სასტუმროს პროექტი წარადგინა. m² აპირებს, სასტუმროების უმსხვილეს კომპანია „Wyndham Hotel Group“-თან გააფორმოს ფრანშიზული ხელშეკრულება აღნიშნული სასტუმროს „რამადა ქუთაისის“ ბრენდით ოპერირებაზე.

„რამადა“ უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის „Wyndham Hotel Group“-ის ბრენდია, რომელიც, სასტუმროთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდი ქსელია მსოფლიოში. მასში 21 ბრენდია გაერთიანებული და 80 ქვეყანაში 9100 სასტუმროს მოიცავს.

ღონისძიებას დაესწრნენ m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და მედია.

ქუთაისის ახალი სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, მოიცავს 125 ნომერს განსაკუთრებული ინტერიერითა და ხედებით. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ მისი ოპერირებისთვის 250-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2020 წლის მე-4 კვარტალში უნდა დასრულდეს.

ქუთაისის ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტში გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან.

„ქუთაისი, თავისი უნიკალური ღირსშესანიშნაობებით, მიმზიდველია უცხოელი, თუ ადგილობრივი ტურისტებისთვის. ქალაქს აქვს უდიდესი პოტენციალი, კიდევ უფრო განვითარდეს ამ მიმართულებით. ქუთაისის ცენტრში ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხითაც. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია, ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. პროექტის კონცეფციის გაცნობა m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, m²-ის გენერალურმა დირექტორმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა