logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ და ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა დევნილთა დასახლებაში ენერგოეფექტურობის პროექტი გახსნეს
ნათია თურნავამ და ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა დევნილთა დასახლებაში ენერგოეფექტურობის პროექტი გახსნეს
15:09 22.11.2018
ფრეზეთში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ და ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა კესტუტის ნავიცკასმა ლენტის გაჭრის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლიეტუვას მთავრობის მიერ დაფინანსებული განახლებადი ენერგიების პროექტის დასრულებას შეეხებოდა.

ფრეზეთში 1000 მოსახლე ცხოვრობს. დასახლების ერთ სახლში, საშუალოდ, ზამთრის პერიოდში 200 კვტსთ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ხოლო 74 სახლში საერთოდ არ მოიხმარენ ელექტროენერგიას. ლიეტუვას მთავრობის პროექტით ფრეზეთში 11,6 კვტ სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოვოლტაიკური სისტემა დამონტაჟდა, რომლითაც დასახლების 2 საჯარო დანიშნულების შენობა, მათ შორის, საბავშვო ბაღი აღნიშნული სისტემის მიერ მიღებულ ელექტროენერგიას მიიღებს.

„ფოტოვოლტაიკური სისტემები, ე.წ. მზის პანელები მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და უფასოდ მიაწვდის დასახლებაში არსებულ საბავშვო ბაღს და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს. ამ პროექტს აქვს ორი მთავარი მახასიათებელი. ჯერ ერთი, მოხდება მწვანე ენერგიის გამომუშავება, მეორეც, ენერგია უსასყიდლოდ მიეწოდება მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანი სოციალური სარგებელია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ენერგოეფექტურობის პროგრამების განხორციელებას გეგმავს. ასევე, გათვალისწინებულია უშუქო სოფლების პროგრამის გატარება, რომელსაც მთავრობა ევროკავშირის დახმარებით განახორციელებს.

„ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია, ვინაიდან ორი კომპონენტისგან შედგება: ის ემსახურება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის შემცირებას და, შესაბამისად, მდგრადი განვითრების კონტექსტი აქვს და, იმავდროულად, იგი სოციალურ თემასაც ეხმიანება. ეს მცირემასშტაბიანი პროექტია და უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს. ვიმედოვნებთ, მომავალში ენერგოეფექტურობის მიმართულებით უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და უფრო ფართომასშტაბიან პროექტებს განვახორციელებთ,“ - განაცხადა ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა კესტუტის ნავიცკასმა.

ფრეზეთში ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო ელჩი, კოორდინატორი აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებში, სიმონას შატუნასი, ლიეტუვას ელჩი საქართველოში გიედრიუს პეოჯუნასი, ასეევ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას პროექტი წარმოდგენილი იქნა 2018 წლის იანვარში ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის საულიუს სკვერნელისის საქართველოში ვიზიტის დროს. მისი მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, აგრეთვე ლიეტუვასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინსტრუმენტების გამოყენება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა