logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ფორუმი - „კაპიტალის ბაზრის სამართალი“ გაიმართა
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ფორუმი - „კაპიტალის ბაზრის სამართალი“ გაიმართა
10:34 22.11.2018
„სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის“ ორგანიზებითა და „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, თბილისის ღია უნივერსიტეტში ფორუმი - „კაპიტალის ბაზრის სამართალი - მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა. ფორუმის მთავარ თემას კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების დადგენა წარმოადგენდა.

ღონისძიებაში მონაწილე იურისტებმა და ეკონომისტებმა კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების პერსპექტივაზე, ამ სფეროში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე, ასევე სხვა აქტუალურ ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხებზე იმსჯელეს.

ფორუმი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობას ეროვნული ბანკის, საფონდო ბირჟის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის, იურიდიული ფირმების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სტუდენტები იღებდნენ.

ფორუმის მიზანია კაპიტალის ბაზრისა და ფასიანი ქაღალდების სფეროში კვლევების ჩატარების ხელშეწყობა, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული როგორც საფინანსო, ისე დაფინანსებით დაინტერესებული კერძო სექტორი - მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ფორუმი გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების კურიკულუმში კაპიტალის ბაზრის სამართლის დისციპლინად დამკვიდრებასაც.

“სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული ცენტრია და მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო და სამეცნიერო საკითხების შესწავლას, პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირებასა და ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი ლიცენზირებული საბროკერო კომპანია და 2017 წლიდან ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილია. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: კორპორაციული ფინანსური და საკრედიტო სარეიტინგო საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევითი მომსახურება, ასევე სასესხო კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების ემისა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბირჟის განვითარებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა