logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„m² უძრავი ქონება“ თელავში ახალი სასტუმროს პროექტის კონცეფციას წარადგენს
„m² უძრავი ქონება“ თელავში ახალი სასტუმროს პროექტის კონცეფციას წარადგენს
21:03 21.11.2018
ქალაქ თელავში „m² უძრავი ქონება“ ახალი სასტუმროს პროექტის კონცეფციას წარადგენს.

ღონისძიება ჩატარდება „თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში“ (მის: ერეკლე II გამზ. 7. ). პრეზენტაციას დაესწრებიან m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და მედია.

თელავში ახალი სასტუმროს აშენება იგეგმება ძველი და ამჯერად უფუნქციო „ინტურისტების“ ტერიტორიაზე შენობის დემონტაჟის პროცესით. პროექტში გათვალისწინებულია სასტუმროს ტერიტორიის ისტორიულობა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა თელავთან. „ჩვენ შევისწავლეთ ყველა მასალა, როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიული კუთხით. მოგეხსენებათ, სასტუმრო „ინტურისტი“ წლების განმავლობაში იყო უფუნქციო, თუმცა ტერიტორიაზე არსებული ვახვახიშვილების უნიკალური და ისტორიული მარანი არის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩვენი ძალისხმევით შენარჩუნდება, „გაცოცხლდება“ და სწორედ მისი ისტორიული სახელით გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაც თელავისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტურიზმის განვითარებისა თუ ისტორიის შენარჩუნებისთვის.“ - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m2 - გენერალური დირექტორი.

თელავის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტებია ღვინის თემატიკა და გასტრონომია. იტალიელი არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის მიერ გათვალისწინებულია სასტუმროს არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან (დაბალსართულიანობა და ვიზუალური მახასიათებლები). მაკეტში შენარჩუნებულია ვახვახიშვილების ციხის კონცეფცია. სასტუმროში იქნება 130 ნომერი განსაკუთრებული ინტერიერით და ხედებით, 2 საცურაო აუზი, რესტორნები და რაც მთავარია ვახვახიშვილების მარანი, რომელიც დაგვაბრუნებს ისტორიაში. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისთვის 140 -მდე და ოპერირებისთვის კი, 150 -ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2021 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა