logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ოლიმპიური ვარსკვლავის“ სამშენებლო სამუშაოები განახლდება
„ოლიმპიური ვარსკვლავის“ სამშენებლო სამუშაოები განახლდება
13:11 21.11.2018
თბილისის მერიამ პროექტ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული მშენებლობის პრობლემა გადაჭრა და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოები განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც შეჩერებული მშენებლობების საკითხი განიხილა.

„სამწუხაროდ, ქალაქში დაახლოებით, 179 გაჩერებული ობიექტი გვაქვს. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი გვყავს, არიან მსხვილი კომპანიებიც, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს ვაკეთებთ. მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ ეხება. დაახლოებით, 350 ადამიანია დაზარალებული და დედაქალაქის მერიამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ, აღნიშნული პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭიროს. ჩვენი მხრიდან რაც იყო გასაკეთებელი, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამის სამშენებლო კომპანიას, ხვალიდან ექნება საშუალება, პროექტის განხორციელება დაიწყოს და ყველა ის სამუშაო დაასრულოს, რომელიც წამოწყებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად, მერია მუშაობას განაგრძობს.

„სერიოზული პრობლემაა ასევე, კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და როგორც კი მერიაში დოკუმენტაცია შემოვა, მაშინვე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს ის, რაც მისაღები აქვს. ასევე, ინდივიდუალურად ვმუშაობთ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან იყოს დაზარალებული მოქალაქეების ხელშეწყობა და თანადგომა. უსაფრთხოების ჭრილში გასათვალისწინებელია შეჩერებული მშენებლობების ხანდაზმულობაც. ამიტომ, სამშენებლო კომპანიებს ვთხოვთ, კონსტრუქციული დასკვნა წარმოადგინონ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მშენებლობის დასრულებისა და შესახლების შემთხვევაში, იქ მცხოვრებლებს სამომავლოდ, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის ყველა სამსახურის მხრიდან სრული მზაობაა, რათა თბილისში შეჩერებული მშენებლობები აღარ არსებობდეს და ყველა დაწყებული პროექტი დასრულდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა