logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა
16:30 20.11.2018
რა ხდება გლობალურად ეკონომიკაში, როგორ იცვლება ბიზნესმოდელები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფოები და მათ შორის, საქართველო ამ მიმართულებით, - ამ და სხვა საინტერესო თემებზედღეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ასევე, საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

მან ასევე, ყურადღება ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების მიზნით მთავრობის მიერ გაცხადებულ ახალ ინიციატივაზე გაამახვილა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ჭარბვალიანობა დღეს ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისთვის. მან კიდევ ერთხელ, განმარტა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზები და აღნიშნა, რომ ეს არის დიდი ხნის დაგროვილი პრობლემა, რომლის შედეგადაც, ქვეყნის აქტიური მოსახლეობის თითქმის მესამედი აღმოჩნდა ე.წ. „შავ სიაში“.

„ეს არის იმ უპასუხისმგებლო დაკრედიტების შედეგი, რომელზეც ვსაუბრობდით. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გათავისუფლდეს სესხის ტვირთისგან და დაუბრუნდეს ნორმალურ, ჯანსაღ ეკონომიკურ-სოციალურ ცხოვრებას. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საფინანსო სექტორთან შედგა მოლაპარაკებები და მივედით შეთანხმებამდე, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი, დაახლოებით, 600 ათასი ჩვენი თანამოქალაქის დავალიანების პორტფელს, მთლიანად გამოისყიდის და გაისტუმრებს ფონდი „ქართუ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კითხვაზე არსებობს თუ არა რისკი, რომ მოსახლეობის ნაწილმა კვლავ დააგროვოს დავალიანება, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებში, ამ მასშტაბით პრობლემა აღარ დადგება.

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებში, აღარ მოხდება ასეთი ტიპის სესხების გაცემა და ამ რაოდენობით ვალების დაგროვება იმიტომ, რომ უამრავი ბარიერი, პირობა და შეზღუდვა დაიდო. ვფიქრობ, ეს არის ერთჯერადი პოლიტიკური ნაბიჯი და წლების განმავლობაში დაგროვილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გასწორების შესაძლებლობა. დღეს, როდესაც ბევრს ვსაუბრობთ ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ და ვამბობთ, რომ ადამიანი უმთავრესი კაპიტალია, ბუნებრივია, ამ კაპიტალის აქტივიზაცია, მისი მობილურობის გაზრდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, სწორედ მათ აქტივობაში დევს ეკონომიკური ზრდის პოტენციალი. შესაბამისად, ამ შრომისუნარიანი მოსახლეობის დაბრუნებას ქვეყნის ეკონომიკაში, ექნება მნიშვნელოვანი ეფექტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შეფასებისას, თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ ხაზი გაუსვა ამგვარი ფორმატის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებმა უშუალოდ მთავრობის წევრებისგან მოისმინონ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე.

„მინისტრთან შეხვედრაზე ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა, გაიმართა ცოცხალი დისკუსია. მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი პირები სახელმწიფოში მტკივნეულ საკითხებზე საუბრობენ სტუდენტებთან. გაიმართა ძალიან გულღია და კარგი დიალოგი. ეს ის ფორმატია, რომელიც, ალბათ, მისაბაძია ბევრისთვის. თუ ჩვენი მთავრობის პრინციპი არის ღიაობა, ეს არის უპირველესად ღიაობა სტუდენტობასთან, ჩვენს მომავალთან,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„მნიშვნელოვანია მთავრობის კონტაქტი აუდიტორიასთან და განსაკუთრებით სტუდენტებთან, საჭიროა, მთავრობამ კითხვებს უპასუხოს, რომელიც გვიგროვდება ჩვენ სხვადასხვა პროცესთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ფინანსთა მინისტრმა ამომწურავად უპასუხა ჩვენს კითხვებს, კარგად გვაჩვენა ის პოზიტიური ნაწილი, რომელსაც მოიაზრებს ეს ინიციატივა, თუმცა, ხაზი გაუსვა ასევე უარყოფით მხარესაც“ , - აღნიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი მიქელაძემ.

„მთავრობის წარმომადგენლების პასუხები საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე ყოველთვის საინტერესოა და კიდევ უფრო საინტერესოა, როდესაც გარკვეული სპეციფიკური პროფილის სტუდენტებს ხვდებიან შესაბამისი მინისტრები. ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი შეიძლება გამოდგეს ეს შეხვედრა მათთვის. ჩვენთვის კი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ახსნა-განმარტება, იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც დაგვიგროვდა დროთა განმავლობაში,“- განაცხადა თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა, ანა მჟავანაძემ და დასძინა, რომ მსგავსი შინაარსის შეხვედრები სხვადასხვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა