logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
15:48 20.11.2018
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ქართულ დელეგაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხელმძღვანელობდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურსი ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ, შაჰინ მუსტაფაევთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ, სამირ შარიფოვთან გაიმართა.

ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ტურიზმის, საბაჟო სფეროში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობას.

ქართულმა მხარემ სამუშაო ჯგუფის ფორმატში დააყენა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები როგორიცაა: იმპორტირებულ და ადგილობრივი წარმოების საქონელზე აზერბაიჯანის მიერ დაწესებული განსხვავებული სააქციზო განაკვეთები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესაძლებლობის დაშვება, თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიის მიმართულებით. აგრეთვე, ხაზი გაესვა ახალი, ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტის პროექტის მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო პოზიციები რეგიონში.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არსებობს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ევროკავშირთან და ჩინეთთან, რათა უფრო აქტიური იყოს ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ლაშქარაძე. შეხვედრებს დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა