logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სექტორში არსებული გამოწვევები განიხილა
გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სექტორში არსებული გამოწვევები განიხილა
14:17 19.11.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ავეჯის წარმოებაში არსებული გამოწვევები განიხილა თბილისში, „ხელოსნების ქალაქში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ავეჯის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის გამართვამდე გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებელთა კლასტერში არსებული საწარმოები დაათვალიერა და მოისმინა ინფორმაცია „ხელოსნების ქალაქის“ განვითარებისა და სამომავლო პროექტების შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებმაც საჯაროდ, მედიის საშუალებით მოითხოვეს მინისტრთან შეხვედრა და მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ.

გიორგი ქობულიას შეფასებით, ძირითადი დაბრკოლებები, რაც ამ სფეროში არსებობს, არის მუშახელის კვალიფიკაცია და საგანმანათლებლო პროგრამები.

„წარმოებების ხელმძღვანელები, რომლებსაც მე ველაპარაკე, ყველა ერთხმად იმეორებს, რომ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ პროგრამებს, ტრენინგის ცენტრების შექმნას უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მომავალი ორი წლის განმავლობაში მაინც. გვჭირდება, რომ წელიწადში ორი-სამი ათასი სპეციალისტი მოვამზადოთ ამ სექტორში“ - აღნიშნა მინისტრმა.

კლასტერში ვიზიტის დროს ეკონომიკის მინისტრი ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო ცენტრ „ხელოსნების სკოლასაც“ ეწვია, სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს შესაძლებლობა აქვს თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობაც გაიაროს და წარმატების შემთხვევაში, კლასტერში დასაქმდეს.

„ხელოსნების ქალაქი“ თბილისში, ავჭალის დასახლებაში რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა და დღესდღეობით იქ 200-მდე ორგანიზაცია ოპერირებს. ის აერთიანებს მასალის და ფურნიტურის მომწოდებელ კომპანიებს, დიზაინერთა ასოციაციას, მანქანა დანადგარებით მომსახურე ფირმებს, სამღებრო საამქროებს და ა.შ. აუცილებელი პირობაა, რომ კლასტერის ტერიტორიაზე დასაქმების მსურველი პირდაპირ ან ირიბ კავშირში იყოს ავეჯის წარმოებასთან.

„ხელოსნების ქალაქი“ 80 000 კვ.მ მიწის ფართობზეა გაშენებული და დამფუძნებლების მიერ შემუშავებულია მშენებლობის გენერალური გეგმა კიდევ 40 000 კვ. მ. მიწის ფართობზე. კლასტერში ამ ეტაპზე 1500-მდე ადამიანია დასაქმებული და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე იგეგმება იტალიური ავეჯიას და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი მსხვილი საწარმოს გახსნაც.

„ხელოსნების ქალაქის“ პოტენციალით დაინტერესებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომელიც, როგორც, დონორი ორგანიზაცია, სისტემატურად აფინანსებს ხელოსნების ქალაქის ტერიტორიაზე დასაქმებულების საერთაშორისო გამოფენებში დასწრებას და ევროპის სხვადასხვა საწარმოებში მივლინებას კვალიფიკაციის ამაღლების და დატრენინგების მიმართულებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა