logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გოგიტა ცუცქირიძე: „ქართუ ბანკის“ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკითვისაც კი უპრეცედენტო შემთხვევა იქნება 
გოგიტა ცუცქირიძე: „ქართუ ბანკის“ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკითვისაც კი უპრეცედენტო შემთხვევა იქნება 
12:56 19.11.2018
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ ინიციტივას საფინანსო სფეროს ექსპერტები ეხმაურებიან.

„აღნიშნული სამწუხარო რეალობის წინაშე, 2000-იან წლებში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ და საბანკო-საფინანსო სფეროში არსებული რეგულაციების გაუქმებამ მიგვიყვანა. 2003-2012 წლებში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო როგორც საბანკო და საფინანსო სექტორებში რეგულაციების გაუქმება, ასევე მაღალი დოლარიზაციაც და სავაჭრო ბალანსის სარეკორდო დეფიციტი, რომელიც 2012 წლისათვის 5 მლრდ დოლარს ასცდა და ჩვენი ეკონომიკა დღემდე ვერ ამოსულა ამ კატასტროფული საგარეო მოწყვლადობიდან. აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა ექსპორტის შემცირებით და იმპორტის სარეკორდო ზრდით ხასიათდებოდა, რასაც მართალია თან სდევდა მომსახურების სერვისების განვითარება, მაგრამ სამაგიეროდ ადგილობრივი წარმოება როგორც ასეთი სულს ღაფავდა. საბანკო სექტორის ფინანსური სექტორის მონოპილისტად ქცევა, ფინანსური სექტორის სხვა მოთამაშეების და საფონდო ბაზრის ჩაძირვა, დღეს ასე პრობლემურად ქცეული „ჭარბვალიანობა“ და კრედიტ ინფოს „შავი“ სიაც, არის სწორედ იმ ე.წ. დერეგულირებული ეკონომიკური პოლიტიკის ნეგატიური რეციდივი, რომელიც ასე პრობლემად არის ქცეული და დღემდე სერიოზულ ტვირთად აწევს ქართულ ეკონომიკას“ - აცახდებს ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში, პროფესორი გოგიტა ცუცქირიძე.

მისი განცხადებით, შემთხვევით არ იყო, რომ „ნაციონალისტური ნარატივი“ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, ბიზნეს დატერორების გზით ვითარდებოდა.

„საკუთრების უფლებების დარღვევა, სასამართლო სისტემის სრული მოშლა და პარტიული მართველობის ვერტიკალზე დაქვემდებარება, იყო თანმდევი იმ ვაკხანალიისა, რაც ათასობით ადამიანის ციხეში გაშვებით და შიშის ტერორის ატმოსფეროთი იყო უხვად ნაზავი. საკუთრების უფლებების ღამით გადაფორმების პრაქტიკის ფართოდ დანერგვა, საბანკო სისტემის მძევლად აყვანა და რეპუტაციური რისკის ზრდა, იურისდიქციის გარეთ დატოვებით დღესაც ამ გარიგეგებში მონაწილე ბანკების უმძიმეს ტვირთად რჩება. სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ კი 2007-2009 წლებში შეიცვალა საფონდო ბაზრის კანონმდებლობა და გააუქმდა საბანკო მომსახურებაზე არსებული ზედა პროცენტული ზღვარი, რამაც სათავე დაუდო საფონდო ბაზრის დეგრადაციას და საბანკო მონოპილიზაციას, რამაც ერთის მხრივ ეკონომიკაზე იმოქმედა ნეგატიურად და მეორეს მხრივ, წარმოქმნა დავალიანება ასი ათასობით მსესხებლის (მოვალეთა რეესტრში 600 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული) საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების (მიკროსაფინანსო და ონლაინ გამსესხებელი ორგანიზაციების) და კერძო იპთეკარების წინაშე და დღესაც მათი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების დაკარგვის მაღალ რისკს ატარებს.

მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ძალიან კარგია მოქალაქეების იმ ნაწილისათვის რომლებიც არიან შავ სიაში და ვერ ახერხებენ დაკისრებული ვალების და მასზე დარიცხული ჯარიმების გადახდას, გაუნულდეთ ეს დავალიანება, მით უმეტეს მათი დიდი ნაწილის დავალიანება არ არის მაღალი და სულაც 2000 ლარის ფარგლებშია, ხოლო მოცულობა 1,5 მლრდ ლარამდე იქნება. კარგია, რომ ამ დავალიანების გადახდა არ ხდება ბიუჯეტის ხარჯზე და აქ სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც შეიძლება იქნას გამოყენებული. მაგალითად, თუ ეს სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორების მიერ შექმნილი ფონდის ან სპეციალური კერძო ფონდის მიერ განხორციელდება. ამას ახორციელებს „ქართუ ბანკი“ და ეს იქნებოდა უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო პრაქტიკითვისაც კი. როდესაც ვსაუბრობთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მე მოვუწოდებ ყველას ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მოგების ის მაღალი მარჟა რომლითაც ისინი ოპერირებენ, ამის საშუალებას თავისუფლად იძლევა“ - განაცხადა გოგიტა ცუცქირიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა