logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა გურიაში გაზიფიცირების დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ნათია თურნავა გურიაში გაზიფიცირების დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
18:11 15.11.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ სამუშაოებს ეცნობა - ამჯერად ის გურიაში იმყოფებოდა. ნათია თურნავა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის სოფლებს ესტუმრა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან, პარლამენტის წევრ ნინო წილოსანთან, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორ აზერ მამმადოვთან და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად. მათ ერთად დაათვალიერეს გურიის რეგიონში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები და სოფელ დაბლაციხეში გაზის გაშვების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციული ცერემონია ასევე გაიმართა სოფლებში - ჯაპანასა და წვერმაღალაში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები ჯაპანა და ლესა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წვერმაღალა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი დაბლაციხე - ამ სოფლებში ნათია თურნავა მოსახლეობას შეხვდა და პირადად გააცნო მიმდინარე სამუშაოები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე მოისმინა ადგილობრივების მოსაზრება გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებით. „ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე პრობლემები, თუ რა კორექტივები შევიტანოთ ჩვენ შემდგომ, გაზიფიცირების სამწლიან გეგმაში, რადგან იმის მიუხედავად, რომ საქართველოს 84%-ს მიეწოდება ბუნებრივი აირი, ჯერ კიდევ დასამუშავებელია გარკვეული უბნები, არის სოფლები, სადაც აბონენტების გარკვეული რაოდენობა გამოტოვებულია. ასევე არის სოფლები, სადაც ნაწილობრივია გაზიფიკაცია და ახალი აბონენტებია ჩასართავი“- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული ყველა შენიშვნა და თხოვნა სამომავლო სამწლიან გეგმაში იქნება გათვალისწინებული. „მთლიანობაში ძალიან კარგია, რომ ამ სამუშაოებს ახორციელებს სახელმწიფო. ამან მოგვცა საშუალება, რომ სამჯერ და მეტად გავზარდოთ ბოლო 2-3 წელიწადში გაზიფიცირების ტემპი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების პროგრამას სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მეშვეობით, კომპანია „სოკარ“-თან ერთად ახორციელებს.

გურიაში 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირებულია 3 მუნიციპალიტეტი, 66 სოფელი, 36190 აბონენტი. კერძოდ: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ჩოლობარგსა და ნიგოეთში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში აიგო 59,905 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 1145 აბონენტს მისცემს საშუალებას, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის ქსელში.
ასევე დასრულებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერმაღალაში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აიგო 7902 გრძივი მეტრი გაზსადენი - 150 აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი გაზის ქსელში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებიც დასრულებულია. პროექტის ფარგლებში აიგო 26,493 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 377 აბონენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის ქსელში.

ამჟამად გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ზემო და ქვემო ჩიბათში, ლესასა და აკეთში. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 1287 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 83,667 გრძივი მეტრი გაზსადენი.

გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში: ბჟოლიეთი, წიფნაგვარა, ხევი, ბუქსიეთი, ამარლება და სამება. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 842 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 70,081 გრძივი მეტრი გაზსადენი.

2019-2021წწ. სამწლიანი გეგმის მიხედვით გურიის რეგიონში 8 სოფელში დაიწყება გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ 2864 კომლს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა