logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: 2013 წლიდან დღემდე ქვეყნის გაზიფიცირების ტემპი პრაქტიკულად გასამმაგდა
ნათია თურნავა: 2013 წლიდან დღემდე ქვეყნის გაზიფიცირების ტემპი პრაქტიკულად გასამმაგდა
09:12 15.11.2018
საქართველოს სოფლების გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზედაგორასა და ზედაბზვანში გაზისგაშვების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამით იმერეთის მხარეში იმ სოფლების რაოდენობა, რომელთაც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, 287-მდე გაიზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სულ აღნიშნულ მხარეში გაზიფიცირებულია 11 მუნიციპალიტეტში 204,229 აბონენტი.
ნათია თურნავასთან ერთად, გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში ასევე მიიღეს მონაწილეობა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“გენერალურმა დირექტორმა აზერ მამადოვმა და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ.

„2013 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო გაზიფიცირების პროგრამა და კერძო კომპანიებთან ერთად ჩაერთო ძალიან აქტიურ გაზიფიცირებაში. ამის შედეგად, 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირების ტემპი პრაქტიკულად გასამმაგდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას. მისი თქმით, იმერეთის მხარის დიდი ნაწილი გაზიფიცირებულია და ბევრ სოფელში, რთული რელიეფის მიუხედავად, გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს. ნათია თურნავას განცხადებით, სამუშაოები, რომლებიც ამჟამად რეგიონის სოფლების გაზიფიცირების მიმართულებით მიმდინარეობს, წინასწარ არსებულ გრაფიკის თანახმად, 2020 წლის ჩათვლით უნდა დასრულდეს.

იმერეთის მხარეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმ სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა ჯერ არ მიმდინარეობს, თუმცა შესაბამისი პროექტი უკვე შედგენილია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს, რომლის თანამშრომლებიც ასეთი სოფლებში პროექტირების სამუშაოებს ახორციელებენ. ერთ-ერთი ასეთი სოფელი, სადაც ნათია თურნავა მოსახლეობას შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალშუაა, სადაც გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები 2019 წლიდან დაიწყება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა