logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კონკურსში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი
კონკურსში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი
13:56 14.11.2018
მალტის მთავრობამ, სინგაპურისა მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიმდინარე წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრები წარადგინეს. მათ გასული წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის კოორდინირებულ სამაშველო ოპერაციებში სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათაო ოფისში მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd საქართველოში მეზღვაურთა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია - კომპანიის გემების 90% ქართველი მეზღვაურებით არის დაკომპლექტებული. გემ MT Seapower-ის ეკიპაჟის 17 წევრიდან 16 საქართველოს, ერთი კი უკრაინის მოქალაქე იყო, გემის კაპიტანი - ლევან მამალაძე.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურებს ყოველწლიურად აჯილდოებს. საქართველოსთვის აღნიშნული სახის ჯილდო პირველი არ არის - 2015 წლის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან „Norman Atlantic”-ზე გაჩენილი ხანძრის დროს გარდაიცვალა. გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა, უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.

საქართველო ამაყობს ქართველი მეზღვაურების მიერ გამოვლენილი სიმამაცით, რამაც 13 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ამ შემთხვევას დიდი რეზონანსი ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებაში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი მეზღვაურების სიძლიერეს, გამბედაობას და მაღალ პროფესიონალიზმს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა