logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფო კილაძემ მუნიციპალიტეტებთან სოციალური პოლიტიკისა და ბავშვთა დაცვის თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
სოფო კილაძემ მუნიციპალიტეტებთან სოციალური პოლიტიკისა და ბავშვთა დაცვის თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
13:04 14.11.2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მუნიციპალიტეტებთან სოციალური პოლიტიკისა და ბავშვთა დაცვის თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის მიერაა ორგანიზებული.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავდა და პარლამენტმა მიმდინარე წელს მიიღო.

„კანონის შემუშავების პროცესში ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო დეცენტრალიზაციის საკითხი - სოციალური მუშაობის ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადატანა. ჩვენ თუ გვსურს ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი განვითარება, ბუნებრივია, მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს გაძლიერების საშუალება უნდა მივცეთ. ეს არის დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობა. არ შეიძლება ძალაუფლება იყოს კონცენტრირებული ცენტრალურ ხელისუფლებაში, რადგან ეს შექმნის ავტორიტარიზმის საფრთხეს. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები ადგილობრივ თვითმმართველობებს. ყველაზე მოწყვლადი ადამიანები სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობებს მიმართავენ“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ის ხარვეზები, რომელიც კანონის ამოქმედების პროცესში გამოიკვეთება, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთად უნდა დაძლიოს და გამოასწოროს.


„პარლამენტი თქვენ გვერდით არის. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული კანონის იმპლემენტაციის პროცესში. პარლამენტი სწორედ ის ორგანოა, რომელმაც მიღებული კანონების აღსრულებაზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების პარალელურად მისივე პარტნიორია. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავამკვიდროთ პრაქტიკა, რომელიც კარგად არის აპრობირებული დემოკრატიულ სახელმწიფოებში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.


მან UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს მადლობა გადაუხადა, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლიდან უმოკლეს დროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა მოასწრო.

„ბატონი ღასან ხალილი სულ რამდენიმე კვირაა, რაც საქართველოში ჩამოვიდა. იმ შედეგების გათვალისწინებით, რასაც მან ამ მცირე პერიოდში მიაღწია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ UNICEF-ის განსაკუთრებულად კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ ის დღეს საქართველოშია და ბავშვთა უფლებებზე ზრუნავს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა