logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაზრდილია
ირაკლი კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაზრდილია
22:50 13.11.2018
მომავალი, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მთლიანი ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვან ფინანსურ ხელშეწყობას, კაპიტალური პროექტების, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების გაზრდილ დაფინანსებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 12 მილიარდ 997,6 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 538 მილიონი ლარით მეტია. „დაახლოებით, 13-მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.5 მილიარდი ლარი მომავალ წელს მიმართული იქნება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლების სფეროების დაფინანსებაზე, მათი წილი კი ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით, 47%-ს აჭარბებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წელს 3 მილიარდ 937 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%-ია.

„აქედან 1 მილიარდ 925 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისთვის, რომელიც მოიცავს 20-ლარიან მატებას. ასევე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 70 მილიონი ლარია გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. 50-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან 144 ათასამდე ბავშვი პირველი იანვრიდან მიიღებს. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი ასიგნებები 1 მილიარდ 44,6 მილიონ ლარს აღწევს. მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის 754 მილიონი ლარია განსაზღვრული“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ სახელმწიფოსგან გაისად ყველაზე დიდ დაფინანსებას - 1 მილიარდ 965 მილიონი ლარს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიიღებს. მისივე თქმით, აქედან 1 მილიარდ 377 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

„2019 წლის ბიუჯეტში გვაქვს ბევრი საინტერესო სიახლე: მაგალითად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომელიც 280 მილიონი ლარით განისაზღვრება. მის ფარგლებში, მთავრობის ინიციატივით, იქმნება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, საიდანაც საქართველოს თითოეული სოფელი მიიღებს ფინანსურ რესურსს გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად; ასევე, ბიზნესის სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარით საგარანტიო ფონდის დაფინანსება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა