ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე
მაჭავარიანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი რეინვესტირების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ქვეყანაში გასულ წელს დაფიქსირდა.
„გასულ წელს რეკორდულად მაღალი რეინვესტირების მაჩვენებელი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და რეინვესტირების მაჩვენებელმა 50% შეადგინა. რეინვესტირება მაღალი დონე, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებელი, ამიტომაც ის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.9 მლრდ დოლარამდე შეადგინა და მიმდინარე წლის პროგნოზითაც 1.8 მლრდ დოლარზე მეტი იქნება.
„საინტერესოა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონის შედარება სხვა ქვეყნებთან. ამ მაჩვენებლით, საქართველო არამარტო ლიდერია რეგიონში, არამედ ევროპის მხოლოდ 2-3 ქვეყანას ჩამოუვარდება“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

















