logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანზორ ქოქოლაძე: წინა და დღევანდელი ხელისუფლებების დროს არსებული ბიზნესგარემოს შედარებაც კი არ მინდა
ანზორ ქოქოლაძე: წინა და დღევანდელი ხელისუფლებების დროს არსებული ბიზნესგარემოს შედარებაც კი არ მინდა
17:23 13.11.2018
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბიზნესის კეთება საშიში იყო,“ – ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის“დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ განაცხადა.

„შედარებაც კი მერიდება იმისა, როგორი იყო ბიზნესგარემო წინა ხელისუფლების დროს და როგორია მიმდინარე ხელისუფლების პირობებში.

2004–2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესის კეთება იყო საშიში. ციხეში ვიყავი ორი წელი, იქ კრიმინალებზე მეტი ბიზნესმენები იყვნენ. ათი ათასობით ბიზნესმენი იჯდა ციხეში, შეგვეძლო ბიზნესფორუმი ციხეში ჩაგვეტარებინა. ბიზნესმენების 90 % ამაში დამეთანხმება. რაც პოზიტიური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ეკონომიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებით, შეიძლება, ეს ვაღიაროთ, თუმცა ავიღოთ მარტივი მაგალითი: ავაშენოთ სახლი, ჩავატაროთ ძალიან კარგი რემონტი, შიდა ინტერიერიც ძალიან კარგად მოვაწყოთ, მაგრამ გამოვთხაროთ ძირი, თუ ძირს გამოვუთხრით, არანაირი აზრი არ ექნება შიგნით რა სურათი იქნება დაკიდებული, ან კედლები რა ფერის იქნება. დაახლოებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ბიზნესგარემო, შეიძლება ამას შევადაროთ”, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს აბსოლუტურად დაუცველი იყო კერძო საკუთრება.

„თუ კერძო საკუთრებას საფუძველს გამოაცლი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენობაში როგორი სურათი გექნება, როგორი ფერის იქნება კედლები და ა.შ. „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ დაახლოებით ეს გააკეთა. საფუძველი გამოაცალა ეკონომიკას, სახელმწიფოს საერთოდ. ჩემი კომპანია „ტექნო ბუმის“ შემთხვევაში, იცით, როცა „ელიტ ელექტრონიქსი“ წაგვართვეს, მოხდა მარტივად, ერთვებოდა მთლიანი სახელმწიფო სისტემა, ვერტიკალი პირველი პირიდან დაწყებული დამთავრებული მთელი სახელმწიფო სტრუქტურებით. პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, მერიაც კი, ასევე კერძო სტრუქტურები. მთელი სისტემა იყო მოწყობილი, როგორ შეიძლებოდა ამოეღოთ ბიზნესიდან მეტი რესურსი”, – განაცხადა ქოქოლაძემ. მისივე თქმით, დღეს ბიზნესი მთლიანად თავისუფალია. „ხშირი ურთიერთობა მაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ბიზნესმენებთან, აზერბაიჯანში, შუა აზიის ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში და ა.შ. ვფიქრობ, ამ რეგიონის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი გარემო გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს. პრობლემები საკმაოდ ბევრია, არის თემები, რომელზეც შიძლება გავაკრიტიკოთ ეს ხელისუფლებაც. დღეს ფუნდამეტური პრობლემა, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად დავასახელოთ, ეს არის სამათალწარმოების პროცესში არსებული პრობლემები, დაწყებული პროკურატურიდან, დამთავრებული სასამართლომდე. დღეს გვაქვს შეცდომებზე ლაპარაკი, იქ დანაშაულებზე გვქონდა საუბარი”, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა