logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ რეფორმატორი მთავრობა ვართ
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ რეფორმატორი მთავრობა ვართ
16:58 13.11.2018
“ჩვენ ვართ რეფორმატორი მთავრობა - ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო რეიტინგებში აისახა,” - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

„ორის კვირის წინ, გამოქვეყნდა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგი, სადაც ჩვენი პოზიციები კიდევ გავაუმჯობესეთ და მე-6 ადგილზე გადავინაცვლეთ. საქართველო არის ევროპაში მე-2 ადგილზე დანიის შემდეგ. მე-6 ადგილი ეს არის ელიტარული ადგილი, რომელიც საერთაშორისო ინვესტორების მსოფლიო რუკაზე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის ცენტრად აქცევს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს.

„ჩვენ აღარ ვსაუბრობთ, რომ ყველა მაჩვენებლით ლიდერი ვართ რეგიონში. მმართველობის ამ ხარისხობრივი მაჩვენებლებით, საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ღირსეულად იმკვიდრებს ადგილს. მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში ვუსწრებთ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას, არამედ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასაც (სერბეთი, რუმინეთი ბულგარეთი, მონტენეგრო) კორუფციის კონტროლის რეიტინგში ვუსწრებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ხორვატია, რუმინეთი. რეგულირების ხარისხის რეიტინგში 39-ე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: პოლონეთი, ბულგარეთი, სლოვენია, რუმინეთი, ხორვატია. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეიტინგი - საქართველო გადასახადების სიმცირის მიხედვით არის მსოფლიოში მე-3 ადგილზე. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. გადასახადების სიმცირე იზომება მსოფლიო ბანკის მთლიანი გადასახადების განაკვეთის ინდიკატორით (ე.წ.ჩვენ ამ რეიტინგში გვისწრებს ორი მცირე სახელმწიფო ბრუნეი და ვანუატუ. თუ არ ჩავთვლით ამ მცირე სახელმწიფოებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ბუნებრივია ყველას გვესმის, რომ ყველა ამ მიმართულებით შედეგები თავისით არ მოსულა. ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კიდევ ერთი რეიტინგი, რომელზედაც ფინანსთა მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, არის ღია ბიუჯეტის ინდექსი, რამდენად გამჭვირვალედ მართავს მთავრობა სახელმწიფო ფინანსებს. საქართველომ ამ რეიტინგში ასევე, მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა და 82 ქულით მსოფლიოში მე-5 ადგილი დაიკავა. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი შეფასება აქვთ მხოლოდ შვედეთს და ნორვეგიას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა