მიმდინარე წლის 23 დეკემბრიდან კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენებს უკრაინული ავიაკომპანია
“SkyUp” შეასრულებს. ზამთრის სეზონის განმავლობაში ავიკომპანია რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 737-800/737-700 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.
ახლადშექმნილი უკრაინული ავიაკომპანია SkyUp კიევის ჟულიენის აეროპორტშია ბაზირებული და ფრენებს ამ დროისათვის 12 მიმართულებით ახორციელებს. SkyUp-ის ავიაპარკი ექვსი საჰაერო ხომალდისგან შედგება.
ინფორმაციისთვის “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

















