უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “SkyUp“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას
იწყებს. კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია 23 დეკემბრიდან განახორციელებს.
ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მომავალი წლის 30 მარტამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “SkyUp“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მიენიჭა.

















