logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: თუ საზოგადოებაში კონსენსუსი იქნება, მზად ვართ, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად წარვადგინოთ
გენადი არველაძე: თუ საზოგადოებაში კონსენსუსი იქნება, მზად ვართ, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად წარვადგინოთ
10:01 13.11.2018
ანტიდემპინგური კანონპროექტის საჭიროების საკითხები საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე მონაწილეობდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი შპს „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორი, ნუგზარ კაჩუხაშვილი იყო, რომელმაც მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველოში არმატურის წარმოების განვითარებას ხელს უშლის უცხო ქვეყნიდან იმპორტირებული არმატურა, რომელიც ნუგზარ კაჩუხაშვილის შეფასებით, დემპინგურ ფასებში იყიდება. სწორედ დემპინგის შეფასების კრიტერიუმებისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების საჭიროების საკითხი გახდა დეპუტატების, მთავრობის წევრების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მსჯელობის მთავარი საგანი, რომელიც საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ყველა მხარის ჩართულობით კვლავ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.

როგორც გენადი არველაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ თავის დროზე მომზადებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ და მთავრობას აქვს მზადყოფნა, რომ თუ კონსენსუსი შედგება და უმრავლესობის გადაწყვეტილება იქნება, კანონპროექტი განხილვისთვის საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყოს.

„კანონპროექტის ინიცირებამდე ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციების რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ პროცესში მაქსიმალური ჩართულობა იყოს და საზოგადოებაში კონსენსუსი არსებობდეს, არის თუ არა რეალურად ეს კანონი საჭირო ქვეყანაში. თუ ასეთი დაკვეთა მოდის საზოგადოებიდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, საქართველოს პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა მოვახდინოთ“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

არველაძის თქმით, დღეს მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას დაზუსტებით თქვას, ხდება თუ არა დემპინგურ ფასებში რომელიმე იმპორტირებული, ან ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის გაყიდვა, რადგან არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა.

„აქვე მინდა ავღნიშნო, რომ 15 ნოემბრიდან ძალაში ახალი რეგულაცია შედის, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს კონტროლს უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების კუთხით. პირველ ეტაპზე, რეგულაცია ოთხი სახის სამშენებლო პროდუქტზე გავრცელდება, ესენია: არმატურა, ცემენტი, პლასტმასის მილები და ელექტროკაბელები. ამ პროდუქციაზე საბაჟო კონტროლი იქნება იმპორტის კუთხით, ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ მოხდება ზემოთხსენებული ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქტის სახეობების კონტროლი და ზედამხედველობა, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ კვლევებს, ევროსტანდარტებთან შესაბამისობას და ა.შ.“ - განაცხადა არველაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა