logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: საქართველოს წმინდა ექსპორტის 71% თავისუფალი ვაჭრობის პარტნიორ ქვეყნებზე მოდის
გენადი არველაძე: საქართველოს წმინდა ექსპორტის 71% თავისუფალი ვაჭრობის პარტნიორ ქვეყნებზე მოდის
09:56 13.11.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადილემ, გენადი არველაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და პარლამენტარებს შეთანხმება „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ და მოხსენება „საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების აღსრულების შესახებ“ წარუდგინა. სხდომას ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ღვთისიაშვილი დაესწრო.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა საქართველოსა და ჰონგ კონგ, ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ქართველი ექსპორტიორებისთვის მისი სარგებლის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რის შემდეგადაც კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით აღნიშნულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა ასევე, საქართველოს მიერ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენების ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში წარმოებულ პროდუქციას მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე აქვს წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.

„უკანასკნელ პერიოდში ჩვენ მიერ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ვაჭრობის რეჟიმების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. პირველი წარმატებული მაგალითი 2014 წლიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება იყო, როდესაც ქართული პროდუქციისათვის პირველად 500 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი გაიხსნა, რომელმაც თავისი მოცულობით დსთ-სა და თურქეთის სამომხმარებლო ბაზრებს ერთად აღებულს გადააჭარბა,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საექსპორტო ბაზრები კიდევ უფრო ინტენსიურად გაიზარდა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ამოქმედდა, ხოლო ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან, ჰონკონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის ივნისში მოეწერა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის (რეექსპორტის გამოკლებით) ისტორიული მაქსიმუმი - 2 063 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა, რომლის 71% - 1 468 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მეტია.

გენადი არველაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარების კუთხით ისეთ ქვეყნებთან, როგორც ინდოეთი, იაპონია, ისრაელი და ყურის არაბული ქვეყნები.
მოხსენების წარდგენის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და კომიტეტის სხდომაზე მოწვეულმა სხვა სტუმრებმა პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა