logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯლეს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯლეს
09:45 13.11.2018
მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

„კარგად არის ცნობილი თავისუფალი ბაზრის უპირატესობებიც და კონკრეტული გამოწვევებიც. ხელის გულზე დევს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, როგორ შეძლეს მათ არ დაერღვიათ ეს პრინციპები და ამავე დროს შეძლეს საკუთარი წარმოება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ჩამოვყალიბდეთ საქართველოს შემთხვევაში რისი ალტერნატივა გვაქვს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შპს. „რუსთავის ფოლადის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ კაჩუხაშვილმა, სს „ჰაიდელბერგ ცემენტის“, შპს „ჯეოსტილის" ხელმძღვანელმა მიხაელ ჰამპელმა და შპს „ჯეოსტილი“ - ჰარდიფ სინგჰიმ ისაუბრეს მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში მოქმედ საწარმოებში არსებულ პრობლემებზე, იმპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე, დემპინგზე და ხარისხის კონტროლზე ისაუბრეს. ისინი მოითხოვენ ხელისუფლებამ დაიცვას თავისუფალი ბაზარი არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებისგან, რომელიც დემპინგის პირობებში ხელს უშლიან ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას. მეწარმეთა განცხადებით, ხელისუფლებამ ანტიდემპინგური კანონმდებლობით უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემების მოგვარება.

კომიტეტის სხდომაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ საკითხზე ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა ფორმატში დამატებითი შეხვედრები გაიმართება, რათა შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების დადებითი და უარყოფითი მხარეები დეტალურად აწონ-დაწონონ .

სხდომაზე კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საერთაშორისო შეთანხმებები განიხილა, რომლებიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა კომიტეტს გააცნო.

„2014 წლის 9 ივლისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი)“ პირველი ცვლილება“ ითვალისწინებს დაახლოებით 200 კმ სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზის, მათ შორის 15,5 კმ ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის რეაბილიტაციასა და გაუმჯობესებას. მომხსენებლის თქმით, საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილის თანახმად, პროექტის განხორციელებისას სესხის ნაწილში წარმოიშვა ეკონომია დაახლოებით 17 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რაც გამოწვეული იყო წინასაპროექტო ღირებულებასთან შედარებით დაბალი საკონტრაქტო ღირებულებით და ასევე, ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებით. მიღებული ეკონომიის ფარგლებში შესაძლებელი გახდა თხუთმეტი შიდასახელმწიფოებრივი გზის (საერთო სიგრძე დაახლოებით 100 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. წარმოდგენილ დოკუმენტში შეატანილი პირველი დამატება ითვალისწინებს ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის დასრულების ვადების გათვალისწინებით სესხის დახურვის თარიღის გადაწევას 21 თვით, 2020 წლის 30 ივნისამდე.

„2012 წლის 24 ივლისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N3 ცვლილების წერილი-შეთანხმება“ ასევე ითვალისწინებს ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დახურვის თარიღის 2020 წლის 18 ივლისამდე გადაწევას. აღნიშნული სესხის ფარგლებში დაფინანსდა მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, მესტიის გზის რეაბილიტაცია, ანაკლიის ნაპირდაცვის ღონისძიებები და სხვა პროექტები.

მომხსენებლის განმარტებით იმავე ხელშეკრულებაში განხორციელდა N4 ცვლილება, რომლის თანახმადაც 2020 წლის 18 ივლისამდე გადაიწევა სესხის იმ ნაწილის დახურვის ვადა, რომლითაც დაფინანსდა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთი და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდების ლაბორატორიის ინსტიტუციური გაძლიერება.

სხდომაზე განსახილველად იყო წარმოდგენილი „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ N1 ცვლილების წერილი-შეთანხმება“, რომლის მიხედვითაც ასევე 2020 წლის 18 ივლისამდე გადაიწევს სესხის დახურვის თარიღი. აღნიშნული სასესხო შეთანხმებით მიღებული თანხით დაფინანსდა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მეორე მონაკვეთი, ქალაქ ბათუმში და ანაკლიაში ნაპირდაცვითი სამუშაოები.

ასევე 2020 წლისთვის გადაიდო „2012 წლის 24 ივლისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N4 ცვლილების წერილი-შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალის დახურვის ვადა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა დაზოგილი თანხის განკარგვის დეტალებით. მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან მეტი კონკრეტიზაცია მოითხოვა. კომიტეტმა სწორედ ამ რეკომენდაციით დაუჭირა მხარი წარმოდგენილი დოკუმენტების რატიფიკაციას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა