logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის ტექნოპარკში გლობალური მეწარმეობის კვირეული დაიწყო
თბილისის ტექნოპარკში გლობალური მეწარმეობის კვირეული დაიწყო
14:51 12.11.2018
თბილისის ტექნოპარკში დღეს გლობალური მეწარმეობის კვირეული დაიწყო, რომელიც 18 ნოემბრამდე გასტანს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გახსნა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გლობალური მეწარმეობის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირების, მეწარმეობის პოპულარიზაციისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერად.

პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის ნოემბერში, 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის ჩართული. „გლობალური მეწარმეობის კვირეული“ გლობალური სამეწარმეო ქსელის მიერ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით ხორციელდება. პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.

კვირეულის მთავარი მიზანი და ამოცანა ახალგაზრდა ინოვატორების, მეწარმეების, მეცნიერების და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საერთაშორისო პლატფორმაზე თავისი პროდუქტისა და მომსახურების გატანაში ხელშეწყობაა. „დარწმუნებული ვარ, კვირეულის საქართველოში ჩატარება საუკეთესო საშუალება იქნება, რათა ქართველმა და საერთაშორისო სპეციალისტებმა ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ, რაც სამომავლოდ ახალ ინოვაციურ ბიზნესიდეებსა და ბაზარზე კონკურენტუნარიანი სტარტაპების ჩამოყალიბებაში გამოიხატება“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული იდეების კომერციალიზაციის ხელშეწყობაა.

გლობალური მეწარმეობის კვირეულის პროგრამაში ჩართული იქნება საქართველოს ყველა რეგიონული ტექნოპარკი თუ ინოვაციური ცენტრი. ისინი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გენდერის საკითხს მეწარმეობაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა