ახალი ქართული ავიაკომპანია FLY GEORGIA საქართველოში პირველ უახლესი მოდელის AIRBUS-ს შემოიყვანს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ავიაკომპანიიდან აცნობეს.
ავიაკომპანიის ცნობით 2009 წელს გამოშვებული თვითმფრინავი საქართველოს აეროპორტში 28 ივლისს ჩამოვა და რამდენიმე დღეში, ბათუმის მიმართულებით პირველ ფრენას განახორციელებს.
ბოლო წლებში AIRBUS-მა საკუთარი თვითმფრინავების მოდერნიზაციაში, უსაფთხოების სისტემის გაუმჯობესებასა და მგზავრების კომფორტული მომსახურების მიმართულებით ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

















