logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი საღირაშვილი ქუთაისის აეროპორტში სამშენებლო პროცესს გაეცნო
აკაკი საღირაშვილი ქუთაისის აეროპორტში სამშენებლო პროცესს გაეცნო
19:47 09.11.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო. მან მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის აეროპორტის ხელმძღვანელ პირებთან და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ივანე ლეკიშვილთან ერთად დაათვალიერა.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება. როგორც აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, აეროპორტში მგზავრთნაკადი დღითიდღე მატულობს. „ჩვენ უკვე 10 თვის მონაცემებით მოვემსახურეთ 512 ათას მგზავრს. საგულისხმოა, რომ აქედან 52% უცხოეთის მოქალაქე გახლავთ, ისინი ტურისტული მიზნებით შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და ის ეკონომიკური ეფექტი ქვეყნისთვის, რომელიც სპეციალური სტანდარტით იანგარიშება, უკვე 110 მილიონს გადასცდა. ამიტომ დაგეგმილია ამ აეროპორტის გაფართოება, ცხადია, ახალი რეისებიც შესრულდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.


ამასთან, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმის ზრდის კვალდაკვალ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც ვითარდება. მისი ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოსთვის აეროპორტში მიმდინარე ყველა სამუშაო უნდა დასრულდეს.


დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საათში 300 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, განახლებული, გაცილებით დიდი, თანამედროვე ტიპის, კომფორტული აეროპორტით ისარგებლონ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა