logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მთავრობის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონის დასახლებებში გაზიფიცირების მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს
მთავრობის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონის დასახლებებში გაზიფიცირების მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს
14:52 09.11.2018
„სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში უკვე 70 000-მდე აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება. მალე დასრულდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა სენაკის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში დარჩენილ გარკვეულ დასახლებებში და, საბოლოო ჯამში, 2019-2020 წლებში მთლიანად დასრულდება სამეგრელოს რეგიონის გაზიფიცირება“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და 500-მდე აბონენტს მიეცა ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნათია თურნავამ სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელიასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან ერთად სოფელ შამგონაში ერთ-ერთ ოჯახში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. შამგონა კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელია.

„ეს არის კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფელი, აქ ცხოვრობს მოსახლეობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ძალიან მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ეკონომიკის სამინისტროს სახელით ამ ადამიანებს მივულოცოთ გაზის ჩართვა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ განახორციელა. ვულოცავ მათ ამ დღეს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც შამგონაში მცხოვრები ალეკო შერვაშიძე აცხადებს, სოფელში მთავრობის ყველა დანაპირები შესრულდა, მათ შორის წყლის სანაპირო ჯებირების გამაგრება, გზისა და სანიაღვრეების დაგება-მოწყობა და გაზის შეყვანა. „გაზიფიცირება, რა თქმა უნდა, კარგია - შეშა გვიჯდებოდა დაახლოებით 600 ლარამდე, ახლა კი, ვფიქრობთ, გაზის მოხმარების ხარჯი გვექნება ალბათ 100 ლარი, რაც დიდი შეღავათია ჩვენთვის“ - აღნიშნა ალეკო შერვაშიძემ.

საქართველოს გაზის ტრასპორტირების კომპანიის ხელმძღვანელის, ჯაბა ხმალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფელ შამგონაში 36740 გრძივი მეტრი გაზსადენი აიგო. გარდა ამისა, მისივე თქმით, 7 ნოემბერს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერშიც, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 552 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლისთვის დასრულდება ქალაქ მარტვილში დარჩენილი უბნების გაზიფიცირება და 1258 აბონენტი ჩაერთვება ქსელში. ასევე 2019-2020 წლებში დაგეგმილია დაბა ჩხოროწყუსა და ქ. წალენჯიხას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება, რომლის შედეგად 4506 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას.

დღევანდელი მონაცემებით, უკვე გაზიფიცირებულია საქართველოს მოსახლეობის 86%. პროცესი გრძელდება და გეგმის მიხედვით, მალე გაზიფიცირებული იქნება აბონენტების დანარჩენი ნაწილიც. გაზიფიცირების პროცესს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და „სოკარი“ ერთობლივად ახორციელებენ. გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ქსელის მშენებლობისთვის დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 160 000 000-მდე ლარია გამოყოფილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა