logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ სინგაპურის მხარესთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
გიორგი ქობულიამ სინგაპურის მხარესთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
14:35 07.11.2018
სინგაპურში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ენდრიუ ტანს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სინგაპურის საზღვაო ტრანსპორტის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.
შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით უკვე დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის შემდეგაც დოკუმენტი დიპლომატიური არხებით გაეგზავნა სინგაპურის მხარეს.


ამასთან, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში აქტიურად განიხილება საზღვაო კლასტერის შემუშავების იდეა-პროექტი, რომელიც საზღვაო საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საზღვაო კლასტერის შემქმნელი ქვეყანაა, ქართულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება, რომ სინგაპურმა საქართველოსთან ამ კუთხით ითანამშრომლოს და გამოცდილება გაუზიაროს.


შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პორტებში „ერთი ფანჯრის“ პრინციპის პროექტისა და საპორტო სერვისების დიჯიტალიზაციის პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელთან დაკავშირებითაც სასურველი და სასარგებლო იქნებოდა რეკომენდაციების მიღება ისეთი ქვეყნისგან, როგორიცაა სინგაპური.


მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი პროგრამების მომზადების მიზნით. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საზღვაო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის MPA აკადემიაში სპეციალური სწავლებების გავლის შესაძლებლობაზე.


იქიდან გამომდინარე , რომ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ასევე ეწვია სინგაპურის ნავსადგურის კონტროლის ცენტრს, სადაც ნავსადგურის საქმიანობისა და ახალ ტენდენციებს გაეცნო.


აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 12-14 სექტემბერს სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ ტანი სპიკერის რანგში ესწრებოდა ბათუმში გამართულ რიგით მეორე საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, სადაც ისაუბრა სინგაპურზე, როგორც გლობალურ საზღვაო ჰაბზე და ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელოვანი კვანძია და აქვს ისტორიული და გეოპოლიტიკური პოტენციალი გახდეს რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური ჰაბი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა