logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ქართულმა კომპანიებმა შანხაის იმპორტის გამოფენის მიმართ უპრეცედენტო ინტერესი გამოხატეს
გიორგი ქობულია: ქართულმა კომპანიებმა შანხაის იმპორტის გამოფენის მიმართ უპრეცედენტო ინტერესი გამოხატეს
10:07 06.11.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა და ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმსა და გამოფენაში მონაწილეობდა, ვიზიტის შედეგები შეაფასა. მისი განცხადებით, ჩინეთმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - გაეხსნა საკუთარი ბაზარი და ეკონომიკა იმპორტიორებისთვის, რაც საქართველოს კომპანიებისთვის უდიდეს შესაძლებლობებს შექმნის.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ქობულიას შეფასებით, მათ ამ შესაძლებლობის მცირე ნაწილიც რომ გამოიყენონ, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება.

„ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო ინტერესს ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის იმპორტის ფორუმისა და გამოფენის მიმართ. ჩინეთში ჩამოსულია 50-ზე მეტი კომპანია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულია გამოეხმაურა ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. მისი თქმით, ასევე დიდია დაინტერესება ჩინეთში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ღვინის, თხილისა და ხილის წვენების მიმართ. გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის დაწყების სურვილი ასევე გამოთქვა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა საბანკო ჯგუფმა „Bank of China Group“, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ასევე დაათვალიერა ქართული პავილიონი და ქართული კომპანიების საგამოფენო სივრცე, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები, რომლებიც დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა