logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ინვესტიციებში კონვერტირდება
ივანე მაჭავარიანი: Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ინვესტიციებში კონვერტირდება
22:31 31.10.2018
Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ინვესტიციებში კონვერტირდება, - ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური ანგარიში „ბიზნესის წარმოების შესახებ“ (Doing Business) სადაც საქართველო 3 ადგილით დაწინაურდა და მე-9 ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომელიც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, რაც თავისთავად, კონვერტირება შემდგომ ინვესტიციებში. იმ ინვესტიციებში, რაც აქამდე შემოსულა ჩვენს ქვეყანაში, ლომის წილი სწორედ ამგვარ საერთაშორისო რეიტინგებს და მათ შორის მსოფლიო ბანკის ამ ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე რეიტინგს მიუძღვის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, მოვხვდეთ Doing Business-ის ტოპ ხუთეულში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა იმ ინდიკატორების შესახებ, რომელშიც საქართველომ ქულები გაიუმჯობესა.

„10 კრიტერიუმია, რითაც ფასდება ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და ბიზნესის კეთების სიმარტივე. აქედან სამ პოზიციაში დავწინაურდით, რამაც გამოიწვია რეიტინგში ზრდა. ეს არის ბიზნესის რეგისტრაცია - ადრე თუ ამისთვის 2 პროცედურა იყო საჭირო, დღეს ერთი პროცედურით არის შესაძლებელი როგორც კომპანიის, ისე გადამხდელად დარეგისტრირება. ამ კუთხით, ჩვენ მეორე ვართ მსოფლიოში. შემდეგი კრიტერიუმი იყო გადასახადების ტვირთის შემსუბუქება. ეს ტვირთი 40%-ით შემსუბუქდა. ამავდროულად, იყო პროცედურების გამარტივება და იმ დროის შემცირება, რაც დეკლარირებისთვის და საგადასახადო პროცედურებისთვის არის საჭირო. ეს, ძირითადად, გამოიწვია მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ორივე კომპონენტში - გადასახადის ტვირთის და გადასახადების ადმინისტრირების დროის შემცირების კომპონენტში აისახა. შემდეგი იყო საერთაშორისო ვაჭრობა. აქაც ერთი მხრივ, შემცირდა ექსპორტის პროცედურების დრო, მაგრამ რაც უფრო მთავარია, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსპორტისთვის საჭირო დანახარჯები, დაახლოებით, 400 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე. თითქმის 300 აშშ დოლარით არის შემცირებული გასაწევი ხარჯი ექსპორტიორებისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მან მსოფლიო ბანკს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა