logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ვიწყებთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც OECD-ის ქვეყნებიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდება
გიორგი ქობულია: ვიწყებთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც OECD-ის ქვეყნებიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდება
17:56 31.10.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონულ დირექტორს უილიამ თომპსონს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პროგრამა და მისი პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, პროექტი, რომელიც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესწავლას და გაუმჯობესებას შეეხებოდა.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის ფორუმის ჩატარებას შეეხებოდა.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ OECD-ის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა მისი ორგანიზაციის სახელით გამოთქვა საქართველოს დიდი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ეკონომიკური რეფორმების მიმართ.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ ორ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი ეხება დიდ პროექტს, რომელსაც ვიწყებთ OECD-ისთან ერთად, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ გარემოს და დაგვეხმარებიან OECD ქვეყნებიდან საგრძნობლად მეტი ინვესტიციის მოზიდვაში. ეს პროექტი დაიწყება 2019 წელს და მთელი წელი გაგრძელდება. მეორე საკითხი შეეხებოდა OECD-ის ევრაზიის კვირეულის ჩატარებას საქართველოში. ეს დიდი პატივი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, დაგვეხმარება კიდევ ერთხელ საქართველოს პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით ბიზნეს სამყაროში და ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა OECD-ისთან კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

„ჩვენ OECD-ში უაღრესად მოხარულები ვართ, რომ საქართველოში OECD ევრაზია 2019-ის ჩატარების შესაძლებლობა გვაქვს. გვახარებს საქართველოს მთავრობის ასეთი დადებითი დამოკიდებულება. ეს არის ძალიან მაღალი დონის ღონისძიება, რომელზეც იკრიბებიან OECD ევრაზიის ქვეყნების ვიცე პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, და ელჩები,“ - განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა უილიამ თომპსონმა. მისი თქმით, „ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, გააუმჯობესოს საკუთარი პროფილი OECD-ის წევრი ქვეყნებისთვის და აჩვენოს მათ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები, როგორ მოახერხა მან განვითარება და როგორ იქცა რეგიონში წამყვან რეფორმატორ ქვეყნად“.

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა