logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: თურქეთის ბიზნესის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი დიდია
გიორგი ქობულია: თურქეთის ბიზნესის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი დიდია
21:38 30.10.2018
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების - საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტს ნაილ ოლფაქს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. თურქული ინვესტიციები განხორციელებულია ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორი, ტრანსპორტი და სხვ. ამავე დროს, როგორც შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ქართული მხარე მზადყოფნას გამოხატავს გააღრმაოს საქართველო - თურქეთის პარტნიორული ურთიერთობები და სთავაზობს მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა საინვესტიციო სექტორებში.

ორმხრივ შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი DEIK-ის წევრ კომპანიებს შეხვდა, რომელთაც ან აქვთ ბიზნესი საქართველოში, ან გეგმავენ ინვესტიციის განხორციელებას.

„თურქეთის საქმიანი წრეების მხრიდან ინტერესი საქართველოს ეკონომიკისადმი ძალიან დიდია. ამავე დროს, მათ დასვეს საკმაოდ მწვავე შეკითხვები, რომლებიც მათ აინტერესებთ საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით. ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად შევისწავლით და ამის გარანტია მივეცით. თურქი ბიზნესმენები საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ. მიგვაჩნია, რომ ამით გვექნება კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა, თურქული ინვესტიციების ხარჯზე საექსპორტო სექტორებიც გავზარდოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა