logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ავეჯის წარმოება საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო სექტორი უნდა გახდეს
გიორგი ქობულია: ავეჯის წარმოება საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო სექტორი უნდა გახდეს
14:59 30.10.2018
თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ავეჯის მწარმოებელი 12 უმსხვილესი თურქული კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მათ შორის, ზოგიერთი უკვე საქმიანობს საქართველოში და სამომავლოდ წარმოების გაზრდას და ექსპორტზე პროდუქციის გატანასაც გეგმავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა თურქეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ორგანიზებით ჩატარდა, მას ორგანიზაციის პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი და თურქეთი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ იანგინი, აგრეთვე საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა დაესწრნენ.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მათ გააცნო საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, აგრეთვე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ავეჯის მწარმოებელთა და ზოგადად აღნიშნული ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ქვეყნის მთავრობა უკვე ახორციელებს ან სამომავლოდ აპირებს მიიღოს აღნიშნული სექტორის განვითარების მიზნით.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, თურქეთის ავეჯის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო.

„მათ ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოხატეს საქართველოში ინვესტიციებთან დაკავშირებით ავეჯის წარმოების სექტორში, სხვადასხვა ტიპის ავეჯში. უკვე დღესვე გადაწყდა, რომ ისინი ჩამოდიან საქართველოში 12-დან 15 ნოემბრამდე, რათა განიხილონ კონკრეტული წინადადებები და გვქონდეს კონკრეტული მოლაპარაკებები. დიდ იმედებს ამყარებენ საკმაოდ დიდი მასშტაბის წარმოებების აწყობაზე, რომლებიც მოემსახურება არა მარტო ჩვენს რეგიონალურ ბაზარს, არამედ ასევე საექსპორტო ბაზრებს, როგორიც არის ევროპა და ჩინეთიც კი. ამიტომ ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამაზე და გვგონია, რომ ავეჯის წარმოება უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო სექტორი საქართველოში“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გეგმავს საქართველოს მთავრობა ავეჯის წარმოებისთვის აუცილებელი კვალიფიციური პერსონალის გადამზადების მიმართულებით, ასევე ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა საქართველოში ავეჯის კლასტერის განვითარების მხარდაჭერის მიზნით. შეხვედრაზე თურქი ბიზნესმენების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება, საქართველოს ავეჯის წარმოების გაფართოებისა და დამატებითი ინვესტიციის განხორციელების შესახებ.

შეხვედრაზე საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტმა ნაილ ოლფაქმა მოუწოდა თურქ ბიზნესმენებს, რომ საქართველოში უამრავი შესაძლებლობებია არა მხოლოდ ვაჭრობის კუთხით, არამედ ინვესტირების თვალსაზრისითაც. „დღეს ჩვენ ვისმენთ იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით და ეს ძალიან გვახარებს,” - განაცხადა მან.
შეხვედრის დასასრულს, თურქეთი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინმა განაცხადა, რომ ქართული მხარის მოწვევით, 12 – 15 ნოემბერს საქართველოში მსხვილი თურქული კომპანიების, მათ შორის, ავეჯის მწარმოებლების წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა, რომელიც ადგილზე გაეცნობა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს-შესაძლებლობებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა