logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები გრძელდება
ეკატერინე მიქაბაძე: ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები გრძელდება
13:19 30.10.2018
წინასწარი შეფასებით, სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 5.6 პროცენტი, იანვარ-სექტემბრის პერიოდში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი 4.9 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში, ასევე საფინანსო სფეროში, ვაჭრობაში, ტრანსპორტის სექტორში, უძრავ ქონებაში, სასტუმროებსა და რესტორნებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 071 ერთეულს გაუტოლდა. სექტემბერში, საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად, 10.4 პროცენტით არის გაზრდილი.
„ეკონომიკური ზრდის აღნიშნული მაჩვენებელს, როგორც გაზრდილი საგარეო მოთხოვნა, მიუხედავად რეგიონში არსებული შედარებით უარყოფითი ვითარებისა, ასევე გაუმჯობესებული შიდა მოთხოვნაც განაპირობებს, როგორც ინვესტიციების, ისე მოხმარების მხრივ“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

რაც შეეხება აგვისტოს თვესთან შედარებით სექტემბერში ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ მაჩვენებელს, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ თვის დონეზე ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მერყეობით ხასიათდება.

„ქვეყანაში პერიოდულად განხორციელებულ ცვლილებებს, მათ შორის რეგულაციების კუთხით, ასევე ერთჯერად ფაქტორებს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს, რაც ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება და რყევებს იწვევს“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ნარჩუნდება დადებითი დინამიკა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში წლის დასაწყისიდან ფიქსირდება.

„ის ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება, ამას მოწმობს როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ასევე სარეიტინგო კომპანიების შეფასებები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა