logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ვვარაუდობთ, რომ თურქეთში ხორცის ექსპორტის საგრძნობლად გაზრდა შეგვეძლება
გიორგი ქობულია: ვვარაუდობთ, რომ თურქეთში ხორცის ექსპორტის საგრძნობლად გაზრდა შეგვეძლება
11:22 30.10.2018
თურქეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყეობის მინისტრს, ბექირ პაკდემირლის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებას შეეხო. კერძოდ, მინისტრებმა საქართველოდან თურქეთში ხორცის ექსპორტის ზრდა განიხილეს.

გიორგი ქობულიას განცხადებით, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სპეციალურ სამსახურს უკვე დაავალა, რომ საქართველოში გამოიგზავნოს კომისია, რომელიც წამყვანი ადგილობრივი ხორცკომბინატების ფიტოსანიტარულ ნორმებს შეისწავლის.

„ვვარაუდობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ სერტიფიცირებას მივიღებთ და თურქეთში ხორცის ექსპორტის საგრძნობლად გაზრდა შეგვეძლება. ამასთან, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ვილაპარაკეთ თაფლის ექსპორტზე. აგრეთვე ინვესტორების მოზიდვაზე სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა თხილის წარმოება. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთთან სოფლის მეურნეობის დარგში საკმაოდ სწრაფად გავაღრმავებთ ურთიერთობებს“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ცერემონიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები და მაღალი რანგის პირები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მონაწილეებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა