logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროექტზე „დავიწყოთ ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ ახალი ნაკადის მიღება დაიწყო
პროექტზე „დავიწყოთ ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ ახალი ნაკადის მიღება დაიწყო
12:47 29.10.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით დაიწყო მეექვსე ნაკადის მიღება პროექტზე ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად”.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროექტის საწყის ეტაპზე რამდენიმე გუნდი შეირჩევა, რომელიც ფაბლაბში სხვადასხვა პროდუქტს შექმნის. მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნება, პროდუქტის შესაქმნელად ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები გამოიყენონ.

დაახლოებით 2 თვეში ფაბლაბის სპეციალისტების აქტიური მენტორშიფით, ვექტორული გრაფიკის და დანადგარების შემსწავლელი ტრენინგებით, მონაწილეები შეძლებენ იდეა სწორი მიმართულებით განავითარონ, უკვე საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით შექმნან პირველი პროდუქცია და დაიწყონ ბიზნესი.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, რომელიც ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს ხელს შეუწყობს, ბაზარზე საკუთარი პროდუქტი დატესტონ და მომხმარებლებისგან პირველი შეფასება მიიღონ.
პროექტის მიზანია, საქართველოში უფრო მეტი ინოვაციური სტარტაპი გაჩნდეს და მოქალაქეებს საშუალება მიეცეს, იდეა რეალურ ბიზნესად აქციონ. ეს კი შემდგომში ქვეყანაში მცირე წარმოებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტი ორი წლის განმავლობაში 5 ეტაპად ჩატარდა და მონაწილეობა 80-მდე გუნდმა მიიღო. მათი დიდი ნაწილი დღემდე ქართულ და უცხოურ ბაზარზე ოპერირებს, ხოლო ათამდე სტარტაპი უკვე საკუთარი დანადგარით აგრძელებს საქმიანობას.

ტექნოპარკის ფაბლაბი არის უნივერსალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას, ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და საწარმოო დანადგარებთან.

ფაბლაბი აღჭურვილია თანამედროვე, კომპიუტერით მართვადი დანადგარებით - ლაზერული მჭრელით, 3D პრინტერებით, პროგრამირებადი ჩარხებით და საშუალებას იძლევა ლაბორატორიის ბაზაზე მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მცირე წარმოება.

დეტალური ინფორმაციის სანახავად და პროექტში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე - http://bit.ly/2CBaxwp




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა