თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინულმა ავიაკომპანია UTair-Ukraine Airline თბილისი-დონეცკის მიმართულებით
პირველი რეგულარული რეისი შეასრულა.
როგორც „ნიუსპრესს“ ავიაკომპანიადან აცნობეს, UTair Ukraine თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და დონეცკის საერთაშორისო აეროპორტს შორის ფრენებს კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.
ავიარეისები თბილისიდან-დონეცკში, თბილისის დროით, 02:50 საათზე შესრულდება. კომპანია მგზავრებს CRJ-200 და ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდებით გადაიყვანს.
UTair Ukraine სამოქალაქო რეგულარულ და ჩარტერულ გადაზიდვებს უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს.

















