logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისი ბანკის მხარდაჭერით წინანდალში “რადისონ ქოლექშენის” ბრენდის პირველი სასტუმრო გაიხსნა
თიბისი ბანკის მხარდაჭერით წინანდალში “რადისონ ქოლექშენის” ბრენდის პირველი სასტუმრო გაიხსნა
16:31 27.10.2018
თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოსა და რეგიონში პირველი „რადისონ ქოლექშენ“-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნა. წინანდლის სასტუმრო პირველია “რადისონ ქოლექშენის” სასტუმროებს შორის, რომელიც თავიდანვე ამ ბრენდის სახელით აშენდა. „რადისონ ქოლექშენის“ სხვა სასტუმროებს, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ქალაქში მდებარეობს, რებრენდინგის შედეგად მიენიჭა ამ სასტუმრო ქსელის სახელი.

ახლადაშენებული ”რადისონ ქოლექშენი“ მაღალი კლასის სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხის მომსახურებით.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ, ეკოლოგიურ გარემოში განთავსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 142 ნომერს, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზებს, ბიბლიოთეკას, ღია და დახურულ რესტორნებს, სპა-ცენტრს, აუზსა და ფიტნეს-კლუბს აერთიანებს.

განახლებულ წინანდლის კომპლექსში ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილის შერწყმა ცნობილი გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის, ინგო მაურერის დამსახურებაა. პროექტზე ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი თამარ კვესიტაძე მუშაობდა. „რადისონ ქოლექშენის“ არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს, ხოლო ინტერიერის დიზაინზე იმუშავეს ესპანელმა დიზაინერებმა ქრისტინა გაბასმა და დამიან ფიგუერასმა.

1200 ადგილიანი ამფითეატრი, 600-ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, აღდგენილი ვენახები და განახლებული ისტორიული კომპლექსი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, უნიკალურ გარემოს ქმნის.

წინანდლის მამული 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. ამ ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო მისი ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით. წინანდლის პროექტის მიზანია კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება.
წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის მამულში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი სტატუსი.

ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა მუსიკოსებს მუსიკალური აკადემია მიიღებს. ჩამოყალიბდება პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც ყოველწლიურად გამართავს კონცერტებს. ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი, რომელიც ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუდსით ესწრება.

კლასიკური მუსიკის კონცერტი ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით დახურულ დარბაზში გაიმართება, ხოლო მოგვიანებით ამფითეატრში სუხიშვილები წარდგებიან სპეციალური პროგრამით.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები, ასევე უცხოელი და ქართველი სტუმრები.

წინანდლის მამული ის ადგილია, საიდანაც საქართველოში ისტორიულად ვრცელდებოდა პროგრესული იდეები და მოწინავე ტექნოლოგიები. სიმბოლურია, რომ სწორედ აქ, ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში, რომელიც საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესის და მაღალეთიკური წარმოების კარგი მაგალითია, ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობას, ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდს Grace Farms Foundation და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას Unchain შორის. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად, რაც ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესებას და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა