logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გია ვოლსკი: სახელმწიფო ყოველთვის მზად არის თავისი ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე
გია ვოლსკი: სახელმწიფო ყოველთვის მზად არის თავისი ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე
16:11 27.10.2018
„არ არსებობს სახელმწიფო, მათ შორის არც საქართველო, რომელსაც აწყობს წარმოების შეჩერება, მითუმეტეს, ამდენი სამუშაო ადგილის გაჩერება, თუ ამას ისიც დაემატება, რომ ამაზე დამოკიდებულია მედიასაშუალების ფუნქციონირება, ეს ინტერესი კიდევ უფრო მეტ შინაარსს იძენს“ - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თვითონ ბიზნესიც არ არის დაინტერესებული წარმოების გაჩერებაში და თუ გადახდა დაიწყო, სახელმწიფო ყოველთვის მზად არის თავის ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე, თანაც გარკვეული დათმობებით.

„მთავარია, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს არა მარტო საშემოსავლო ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ ადგილობრივი წარმოების გაჩერების საშიშროებაზე, მაგრამ ბიზნესმა ამით არ უნდა ისარგებლოს და მითუმეტეს, ტელევიზიით არ უნდა დააშანტაჟოს სახელმწიფო. თუკი გადახდა დაიწყო, აქციზების გაცემაც უნდა დაიწყოს, ეს არის ორმხრივი ინტერესი. მაგრამ ამ ინტერესს სხვადასხვა შინაარსი აქვს, ასე რომ მე არ მგონია, რომ რამე არასწორი ხდება „- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ომეგას“ წარმოებაზე პირდაპირ იყო დამოკიდებული ტელევიზიის საქმიანობა და ამით სპეკულაციების მთელი კასკადი ვიხილეთ.

„აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ წარმოება ერთია, მეორეა ადამიანები, ვინც ტელევიზიაში მუშაობენ, არ იღებენ ხელფასს და საქმიანობა შეწყვიტეს იმის გამო, რომ რომ ბიზნესმა ვერ შეძლო მათი ანაზღაურების გადახდა. თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოსთვის სასარგებლოა „ომეგა ჯგუფის“ ამუშავება იმ პირობებით, რომ სახელმწიფოს დავალიანება უნდა გადაუხადოს“ - მიიჩნევს გია ვოლსკი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა