logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: „Hitachi“-ი შეისწავლის საქართველოს ბაზარს და კონკრეტული წინადადებებით დაგვიბრუნდება
გიორგი ქობულია: „Hitachi“-ი შეისწავლის საქართველოს ბაზარს და კონკრეტული წინადადებებით დაგვიბრუნდება
11:47 27.10.2018
„ცნობილი იაპონური კორპორაციის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. უდავოა, რომ ჩვენი მთავრობის კურსიბიზნეს გარემოს ლიბერალიზებისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით სწორია, რადგან ჩვენი უცხოელი სტუმრის თქმით, ეს ფაქტორი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის. ჩვენ მივესალმებით როგორც კორპორაცია „Hitachi“-ის, ასევე სხვა იაპონელი ინვესტორების შემოსვლას საქართველოს ბაზარზე, რისთვისაც განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ „Hitachi“ შეისწავლის საქართველოს ბაზარს და კონკრეტულიწინადადებებით დაგვიბრუნდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონური კორპორაციის „Hitachi“ უფროს ვიცე-პრეზიდენტ იასუო ტანაბესთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის წარმომადგენელს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, საგადასახადო და საინვესტიციო კანონმდებლობა დაქვეყნის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, მათ შორის, მშენებლობის, უძრავი ქონების, მრეწველობის და ტურიზმის მიმართულებით. აღნიშნულმა ინფორმაციამ იაპონური მხარისდიდი დაინტერესება გამოიწვია.

შეხვედრის შემდეგ, „Hitachi“-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა იასუო ტანაბემ განაცხადა, რომ საქართველოში მისი ვიზიტის მიზანს ქვეყნის ეკონომიკისა და ბაზრის შესწავლა წარმოადგენს.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და შესაძლებელია ამ უპირატესობით სარგებლობა. ასევე ვიცით, რომ საქართველოში მრავალი რეფორმა ხორციელდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისათვის,” - განაცხადა იასუო ტანაბემ.

მისი თქმით, “Hitachi” ძალიან დიდი კონგლომერატია და ბევრ ბიზნესსეგმენტს აერთიანებს, მათ შორისაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, საზოგადოებრივი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა, ენერგოსისტემები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საავტომობილო ნაწილები და სხვ. „ამიტომ ვფიქრობთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოში და ვისარგებლოთ ამ რეფორმებზე ორიენტირებული პოლიტიკითა და მომგებიანი გეოგრაფიული პოლიტიკით. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ციფრული გადაწყვეტილებები ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე და უზრუნველვყოთ ქართული ეკონომიკა შესაბამისი მომსახურებით, რაც ხელს შეუწყობს მის უფრო მაღალ დონეზე განვითარებას,” - განაცხადა კორპორაცია „Hitachi“-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა