logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის არქიტექტურის ბიენალე დღეს იხსნება
თბილისის არქიტექტურის ბიენალე დღეს იხსნება
11:12 26.10.2018
თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, გლდანის რაიონში, „თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018“ („თაბ 2018“) გაიმართება.

ღონისძიების მთავარი თემაა „მხოლოდ შენობები არ კმარა“, რომელიც საცხოვრებელი უბნების არაფორმალურ ურბანულ და სოციალურ სივრცეების კვლევას შეეხება.

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ოფიციალური გახსნა გაიმართება 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გლდანში, ხიზანიშვილის N59-ში, ხოლო, 27-28 ოქტომბერს, 09:30–17:00 საათამდე, საზოგადოებრივ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” ბიენალეს ფარგლებში მოეწყობა სიმპოზიუმი. ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის მიზანია სიღრმისეულად გაიაზროს პოსტ-საბჭოური ტრანსფორმაციის ეპოქა და გამოიკვლიოს, თუ როგორ აისახება ეს ცვლილებები ურბანულ გარემოზე, მის მომხმარებლებზე და როგორ მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე უმასპინძლებს მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც იმსჯელებენ და შეეცდებიან ხაზი გაუსვან არაფორმალური არქიტექტურისა და ურბანული სივრცის მრავალფეროვნებას და განიხილავენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მიდგომებს.

ბიენალე შედგება როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში გამართული აქტივობებისგან, მათ შორისაა: გამოფენები, სიმპოზიუმი, საჯარო ლექციები, გლდანის ტურები გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებები, ხელოვანთა პერფორმანსები, ურბანული და არქიტექტურული ინსტალაციები. გარდა ამისა, შეიქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან შემოქმედებითი ევროპის ცენტრი, ევროპის კულტურული ცენტრი, თბილისის მერია, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, თი ბი სი ბანკი და აჭარა ჯგუფი.
დეტალური პროგრამა იხილეთ ვებგვერდზე: www.biennial.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა