logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანურ კაპიტალსაც შევხედოთ როგორც ინვესტიციას
ივანე მაჭავარიანი: ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანურ კაპიტალსაც შევხედოთ როგორც ინვესტიციას
20:24 25.10.2018
"ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანურ კაპიტალსაც შევხედოთ როგორც ინვესტიციას, რომელსაც მაღალი უკუგება მოაქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ახალი ინიციატივის შესახებ საუბრისას.


როგორც მან აღნიშნა, ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტი ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.


„დღეს, როგორც წესი, განათლებასა და ჯანდაცვაზე დახარჯული ფული ითვლება მიმდინარე ხარჯებად და საუბარია, რომ ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯები უნდა გაკონტროლდეს და ჰქონდეს შემცირების ტენდენცია, რაც სწორია. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანურ კაპიტალსაც შევხედოთ როგორც ინვესტიციას და არა როგორც მიმდინარე ხარჯს, რადგან განათლებაში ჩადებული ინვესტიციაც ბევრად მაღალი უკუგებით შეიძლება ხასიათდებოდეს, ვიდრე თუნდაც ინფრასტრუქტურაში დახარჯული თანხა“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, განათლების რეფორმა ამ მიმართულებით მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა, პროფესიული განათლება, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა მოდელს.



„საუბარია, არა მხოლოდ პროფესიულ სასწავლებლებზე, არამედ ბიზნესთან მიბმულ ე.წ. სახელოსნოებზე, სადაც დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება გადამზადება და ცოდნის მიღება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მან, ასევე, ისაუბრა ინდონეზიაში, სართაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სწორედ მსოფლიო ბანკისა და სართაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მსოფლიო ბანკის მესამე ყოველწლიური სამიტი, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა