logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: სესხების გაცემის ახალი რეგულაციები გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას შეუწყობს ხელს
ივანე მაჭავარიანი: სესხების გაცემის ახალი რეგულაციები გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას შეუწყობს ხელს
17:39 25.10.2018
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სესხების გაცემის ახალი რეგულაციები გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას შეუწყობს ხელს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 1-ლი ნოემბრიდან დაგეგმილი რეგულაციები, ფიზიკურ პირებზეა გათვლილი, მათ შორის, მცირე მეწარმეებზე, რადგან სწორედ ეს ჯგუფები არიან მოწყვლადი, როგორც სავალუტო კურსის, ისე საბანკო კრედიტების მომსახურების მიმართ.

„ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ეკონომიკურ კრიზისს, თუ არ ჩავთვლით ომს ან პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის სათავეშიც არ იყო ჭარბვალიანობა. ეკონომიკური კრიზისი, თავისი შინაარსით, არის სწორედ კრედიტის, ვალის კრიზისი. ჩვენთან დაკრედიტების ტემპი სწრაფად იზრდებოდა. მართალია, ჯერ არ იყო იმ დონეზე მისული, მაგრამ ანალიზი აჩვენებდა, რომ მივდიოდით ამ კრიზისისკენ. დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ, იყოს ღია დისკუსია როგორი შეიძლება იყოს ამ შეზღუდვების კოეფიციენტები თუ სხვა პარამეტრები, რამდენად ადეკვატურია ეს რეგულაციები, მაგრამ აბსოლუტური და იდეალური პასუხი შეიძლება ვერ მივიღოთ. ამ ეტაპზე, ჩანს, რომ შეზღუდვები ოპტიმალურია,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, შესაძლებელია, მოკლე ვადაში რეგულაციებმა ეკონომიკური აქტივობა შეანელოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ეკონომიკურ სტაბილურობას ხელს შეუწყობს.

„ჩვენი მთავრობის მახასიათებელია, რომ მთელი რიგი ნაბიჯები და რეფორმები, არ არის გათვლილი მოკლევადიან შედეგზე. ეს ნაბიჯი სამომავლოდ, ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას. ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის მიდგომა. ამავდროულად, გამოთავისუფლებული თანხები, რომელიც ამ უპასუხისმგებლო დაკრედიტების მოდელით მიემართებოდა ფიზიკურ პირებზე, მცირე მეწარმეებზე, გადამისამართდება ისეთი ბიზნესპროექტების დაფინანსებაზე, რომელსაც უკუგება და პოტენციური ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი ექნება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამ რეგულაციებმა დადებითი როლი უნდა ითამაშოს, რადგან რისკები უკვე იქნება დაბალანსებული“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს არც ერთ ინსტიტუციას, როგორც მთავრობას ისე ეროვნულ ბანკს, არ აკლია მოქნილობა და შესაძლებელია, დისკუსიების შედეგად, თუ საჭირო გახდა, მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა