ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, წელს ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა
დაკონტრაქტდება.აღნიშნული განცხადება მან მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები არ შევა. არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გეგმას ჩამორჩება. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ უმეტესის დაკონტრაქტებას მოვახდენთ და თანხასაც გადავცემთ. ფაქტობრივი ხარჯი ამ წელს ალბათ არ მოესწრება. გამომდინარე აქედან, ლარზე ზეწოლას ამით არ მოვახდენთ. თუმცა, წელს ბიუჯეტის ათვისება მაინც მოხდება",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

















