logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მარიამ ჯაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
მარიამ ჯაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
17:34 24.10.2018
განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითად თემას საქართველოს ხელისუფლების მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა წარმოადგენდა.



შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურისა და საკადრო რესურსის განვითარებაზე, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფაზე როგორც სკოლამდელი ასაკის ასევე, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე, სადაც გასათვალისწინებელი იქნება როგორც სახელმწიფო ინვესტიციები ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციებიდან შესაძლო დამატებითი რესურსების მობილიზაცია.



„საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმების გატარების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას. განათლება არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. 2021 წლიდან იგეგმება მნიშვნელოვანი სახელმწიფო-საბიუჯეტო რესურსების ინვესტირება განათლების სისტემის რეფორმისთვის. ჩემთვის, როგორც განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, უპირველესი პრიორიტეტია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაცია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ განათლების სისტემაში ის საკვანძო რეფორმები, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, საკადრო რესურსის განვითარებას, ხარისხის გაუმჯობესებას განათლების ყველა საფეხურზე, იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერით, როგორც სახელმწიფო ასევე, საერთაშორისო დონორი და საფინანსო ინსტიტუტების მიერ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.



განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც ვაშინგტონის სათაო ოფისის ასევე, საქართველოში მუდმივი წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა