logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გია გაჩეჩილაძე: მედიის გარკვეული ნაწილი ფაქტიურად პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა
გია გაჩეჩილაძე: მედიის გარკვეული ნაწილი ფაქტიურად პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა
13:59 24.10.2018
„რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ინტერვიუს მოსმენა. ბატონი ბიძინა ხშირად არ გამოდის ტელევიზიით და მის გამოსვლას ყველასთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინც ყურადღებით უსმინა, იმან დღევანდელი მდგომარეობის ძალიან რეალური შეფასება დაინახა. უარყოფითი და დადებითი მხარეებიც და ამავე დროს ის პერსპექტიული მიმართულებები, რომლებიც საქართველოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექნება“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძემ.

ამასთან, გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებამ მაღალი ტემპი აიღო და ეს საერთაშორისო კვლევებშიც ჩანს.

„საქართველო არის დემოკრატიული განვითარებით ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში და არა მარტო რეგიონში, მაგალითია დემოკრატიული განვითარების და მედიის თავისუფლების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიის გარკვეული ნაწილი ფაქტიურად იქცა პოლიტიკურ ორგანიზაციად. ეს ძალიან ცუდი ამბავია. ხელს უშლის თვითონ მედიის თავისუფლებას და არ აძლევს საშუალებას, რომ მედია იყოს ისეთი, როგორიცაა დასავლეთში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. კარგი იქნება, რომ მედია პერსპექტივაში ისე ჩამოყალიბდეს საქართველოში, რომ იყოს მიუკერძოებელი, არაპოლიტიზირებული და დამოუკიდებელი, რომ საზოგადოებამ რეალური ინფორმაცია მიიღოს, როგორც უარყოფით საკითხებთან დაკავშირებით, ისე დადებით ტენდენციებთან. ჩემი აზრით, ამაზე იყო ძირითადად ხაზის გასმა, როდესაც ლაპარაკი იყო მაგალითად „რუსთავი2“-ზე და სხვა მედიასაშუალებებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა გაჩეჩილაძე.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ინსტიტუტების განვითარება ქვეყანაში ძალიან რთულია.
„ყველამ გავიხსენოთ საიდან მოვდივართ. 90-იანი წლებიდან მოვდივართ, მერე ასე ვთქვათ რეჟიმი, რომელიც სააკაშვილმა დაამყარა. რთული პროცესია და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემებიც არის. ეს ყველაფერი დალაგდება და მე ვფიქრობ, ბატონი ბიძინას გამოსვლაში სწორედ ამაზე იყო მინიშნებები“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა